loader

მალი - ქვეყანა, სადაც შესაძლოა ქართველი ჯარისკაცები მისიით გაემგზავრონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალი - ქვეყანა, სადაც შესაძლოა ქართველი ჯარისკაცები მისიით გაემგზავრონ

ცნობილი გახდა, რომ საქართველო შესაძლოა მალის მისიაში ჩაერთოს. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩაერთვება საქართველო მალის მისიაში. 

დასავლეთაფრიკული ქვეყანა მალი, ოფიციალურად მალის რესპუბლიკა, 15-მილიონიანი მოსახლეობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. 2012 წლის იანვარში ჩრდილოეთ მალიში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ. აჯანყებულებმა აპრილში მალისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შექმნეს რეგიონი აზავადი. აჯანყებულები ისლამისტი დაჯგუფებების მიერ იყვნენ მართული და მათ გასანეიტრალებლად 2013 წლის იანვარში საფრანგეთმა მალიში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელიც ეფუძნება გაეროს უშიშროების საბჭოს 2012 წლის რეზოლუციას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მალის საერთაშორისო მისიაში ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია მონაწილეობს.

ასევე იხილეთ: "ბუმ, ბუმ, ბუმ, ბუმ" - ავტომატის ჯერის იმიტაცია ხმებით მალის ჯარში