loader

სირიაში მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიაში მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

როგორც სირიული სააგენტო "სანა" აცდახებს, შეიარაღებულმა ოპოზიციამ გაუშვა რაკეტა, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით იყო სავსე. აფეთქება ალეპოს პროვინციაში, ხან ალ-ასალის რაიონში მოხდა. აფეთქების შედეგად დაახლოებით 16 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. სხვა მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობა 26 უტოლდება.

მთავრობა ყველაფერში ამბოხებულებს ადანაშაულებს. "თუკი აფეთქების დროს გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მასზე წვდომა მხოლოდ სირიის მთავრობას აქვს და მხოლოდ მას შეეძლო იგი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოეყენებინა", - აცხადებს სირიული ოპოზიცია.

შეგახსენებთ, რომ სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს. უკვე გარდაიცვალა 70 000 ადამიანი. მთავრობის განცხადებით, შეიარაღებულ მეამბოხეებს სახელწიოფოს გარედან აქვთ ხელშეწყობა.


მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით