loader

"ლესბოსელებს ვპატიობ, მაგრამ ჰომოსექსუალ მამაკაცებს ვერ ვაპატიებ" - ალექსანდრე ლუკაშენკო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლესბოსელებს ვპატიობ, მაგრამ ჰომოსექსუალ მამაკაცებს ვერ ვაპატიებ" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალება, რუსულ ტელევიზია Russia Today-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არ არის დიქტატორი, თუმცა შესაძლოა, ავტორიტარული ლიდერი იყოს. ამასთან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თავის შვილს საპრეზიდენტოდ ამზადებს. ლუკაშენკოს თქმით, ფიცი დადო, რომ თავის ნათესავებს პოლიტიკურ ძალაუფლებას არასოდეს გადასცემს.

სექსუალურ უმცირესობებზე საუბრის დროს პრეზიდენტმა უცნაური განცხადება გააკეთა: "მე შემიძლია ვაპატიო ქალებს ლესბოსელობა, თუმცა ვერასოდეს ვაპატიებ მამაკაცებს ჰომოსექსუალობას. ქალი მხოლოდ იმიტომ ხდება ლესბოსელი, რომ მამაკაცები გაფუჭებულები არიან".

ლუკაშენკო ასევე გამოეხმაურა ჩავესის გარდაცვალებას, რომლის დაკრძალვას უმცროს ვაჟ ნიკოლაისთან ერთად დაესწრო კიდეც. მისი თქმით, ჩავესმა ლათინურ ამერიკაში მემარცხენე ლიდერების შთაგონება მოახდინა.