loader

"გაათავისუფლე Pussy Riot" - ნახევრად შიშველი აქტივისტის მსვლელობა წითელ მოედანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაათავისუფლე Pussy Riot" - ნახევრად შიშველი აქტივისტის მსვლელობა წითელ მოედანზე

22 მარტს, წითელ მოედანზე, თბილად ჩაცმულმა მოსკოველებმა უჩვეულო "ტურისტი" შენიშნეს: სექსუალურ საცვლებსა და ფერად ნიღაბში გამოწყობილი გოგონა, რომელიც 15-გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, ნახევრად შიშველი გამოხატავდა სოლიდარობას რუსული პანკ-ჯგუფის წევრების მიმართ.

ეს საპროტესტო მსვლელობა ქალის თეთრეულის გერმანული ბრენდის, blushlingerie-ს მესვეურებმა Pussy Riot-ის პირველი ხმაურიანი პანკ-ლოცვის (რომელიც ჯგუფის წევრებმა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, 2012 წლის თებერვალში მოაწყვეს) წლისთავის აღსანიშნავად გამართეს, რითაც პატიმრობაში მყოფი გოგონების გათავისუფლება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ფემინისტური პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრი გოგონები სწორედ ამ ხმაურიანი "ლოცვის" გამო ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებულნი. დასავლეთში ბევრი მათ პუტინის პირად პატიმრებად მიიჩნევს და ღიად უცხადებს სოლიდარობას. Pussy Riot-ის მხარდამჭერებს შორის არიან მადონა და იოკო ონო.

ასევე იხილეთ:

- "პუტინი რომ Pussy Riot-ის წევრებთან ერთ ოთახში აღმოჩენილიყო, ყველას გაჟ...ვდა" - მადონა

- შიშველმა გოგონამ კრასნოიარსკის ქუჩებში Pussy Riot-ის მხარდასაჭერად გაისეირნა