loader

ამერიკელმა სამართალდამცველებმა 8 თვის ორსული ქალის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა სამართალდამცველებმა 8 თვის ორსული ქალის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენეს

ილინოისის შტატის პოლიციელებმა 29 წლის ლუსინდა უაიტის წინააღმდეგ, რომელიც ორსულობის მერვე თვეში იმყოფება, ელექტროშოკი გამოიყენეს.

ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე სპრინფგილდში მცხოვრებმა ქალბატონმა თვად გამოიძახა პოლიციელები, ვინაიდან მის ბოიფრენდს მეორე ავტომობილის მძღოლთან კამათი მოუვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დამნაშავის ძიება არ დაუწყიათ, პირდაპირ ქალს მიადგნენ და ასფალტზე დააწვინეს. მოგვიანებით პოლიციელებმა მათი ქმედება იმით ახსნეს, რომ ქალბატონი მათ შეურაცხყოფდა და ხმამაღლა ყვიროდა.

lifenews.ru