loader

ბრიტანელებმა მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება იზეიმეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანელებმა მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება იზეიმეს

მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება ბრიტანეთის სხვადასხვა რეგიონში პრემიერ-მინისტრის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანებმა საპროტესტო აქციებით აღნიშნეს, რასაც არეულობა მოჰყვა.

ბრისტოლში დაახლოებით 200 ადამიანი ბარონესას გარდაცვალებას ზეიმობდა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს სასმლის ბოთლები და თუნუქის ქილები ესროლეს. 

სამხრეთ ლონდონში, ბრიკსტონის რაიონში, დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც ტეტჩერის გარდაცვალების გამო სიხარული გამოხატეს. მომიტინგეებმა მაღაზიების მინები ჩაამსხვრიეს. ბრიკსტონში სახლების კედლებზე ტეტჩერის საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს. აქციის მონაწილეები კინოთეატრ Ritzy-ს სახურავზეც აძვრნენ და აფიშაზე დაწერეს: "მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა - LOL".

300-კაციანი ბრბო გლაზგოში, ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზეც შეიკრიბა. იქაც ტეტჩერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შამპანურს სვამდნენ და საჰაერო ბურთებს უშვებდნენ. მიტინგში კომუნისტური და სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე