loader

მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვის ცერემონია ლონდონში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვის ცერემონია ლონდონში

ლონდონში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვის ცერემონია წმინდა პავლეს ტაძარში გაიმართა.

ყოფილ პრემიერთან გამოთხოვებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი დღით არ დარეკა ლონდონის ცნობილმა ბიგ-ბენის საათმა, რომელსაც ხმა ბოლოს 1965 წელს, უინტონ ჩერჩილის გარდაცვალებაის გამო გამოურთეს.

"ბიბისის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკრძალვის ცერემონიას 170 ქვეყნის 2 300 სტუმარი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი. ცერემონიაზე ასევე ელოდებოდნენ 11 ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს.
87 წლის მარგარეტ ტეტჩერი 8 აპრილს ინსულტით გარდაიცვალა.