loader

რამზან კადიროვი ურჩ მინისტრებს რინგზე "სჯის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამზან კადიროვი ურჩ მინისტრებს რინგზე "სჯის"

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ქვეშევრდომების დასჯის ახალი მეთოდი მოიფიქრა - რინგზე საჩვენებელი ცემა. პირველად ეს მეთოდი საკუთარ თავზე ჩეჩნეთის ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრმა სალამბეკ ისმაილოვმა იწვნია.

ახლახან კადიროვი სამინისტროს სტუმრობდა და იგი შენობის იერსახემ აღაშფოთა. ურჩი მინისტრის დასასჯელად კი ის რინგზე გამოიწვია. "დუელის" ამსახველი ფოტოები კადიროვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ჩვენი დიალოგის მსვლელობისას (იგულისხმება სპარინგი), მოკრძალებულად მუშტით მარცხნივ და მარჯვნივ განვუმარტე, რომ თავით მუშაობაა საჭირო. საკუთარი შეცდომების გამოსწორება მინისტრმა დღეს საღამოსვე დაიწყო", - უყვება მკითხველს კმაყოფილი კადიროვი.

კადიროვი კრივის ოსტატია და ჩეჩნეთში კრივის ფედერაციას ხელმძღვანელობს. ვიდეოდან, რომელსაც ახლა იხილავთ, ნათელია, რომ რესპუბლიკის მეთაურის მუშტს მხოლოდ მტერს თუ უსურვებ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

ასევე იხილეთ:

კადიროვის საყვარელი ცათამბჯენი Грозный-сити მთლიანად დაიწვა

"მსაჯო... ვირიშვილი ხარ!" - რამზან კადიროვმა არბიტრი მიკროფონით გალანძღა