loader

"მოჩვენებათა ქალაქი" - ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოჩვენებათა ქალაქი" - ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ

ფოტოგრაფ ელენ ვეილეუქსს ჩერნობილის საშიშ ზონაში ფოტოების გადაღების საშუალება მისცეს. ელენმა ქალაქ ჩერნობილსა და პრიპიატში მიტოვებული სკოლები, მაღაზიები, საცურაო აუზები, სათამაშო მოედნები და სახლები გადაიღო. ადამიანებისგან დაცლილი ქალაქი, რომელსაც "მოჩვენებათა ქალაქსაც" უწოდებენ, კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ ტყედაა ქცეული.

დღესაც კი ტერიტორიაზე მაღალი რადიაციაა, თუმცა, საშიშ ზონაში ტურისტების ნაკადი არ წყდება. ტურისტებისთვის და მუშებისთვის ქალაქში შესვლა სპეციალური საშვითაა შესაძლებელი - უსაფრთხოებისთვის ქალაქში გაჩერება მხოლოდ რამდენიმე საათითაა დაშვებული.

1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის №4 რეაქტორზე აფეთქება მოხდა. ხანძრის ჩაქრობას 10 დღის განმავლობაში სადგურის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ცდილობდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. მსოფლიო რადიაციის ღრუბელში გაეხვია - ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა იყო.

მეცნიერების თქმით, ტერიტორია საცხოვრებლად ვარგისი მომავალი 20 000 წლის მანძილზე არ იქნება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე