loader

აშშ-ში პოლიციამ 10 წლის წინ დაკარგული სამი ქალი იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში პოლიციამ 10 წლის წინ დაკარგული სამი ქალი იპოვა

შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, პოლიციამ ათი წლის წინ გაუჩინარებული სამი ქალი იპოვა. დაკავებულნი არიან მათი გამტაცებლებიც - სამი ძმა. გამტაცებელი მამაკაცები 50-54 წლის ასაკისანი არიან.

ამანდა ბერი 2003 წელს, 16 წლის ასაკში გაუჩინარდა; 14 წლის ჯინა დეხესუსი ერთი წლის შემდეგ, 20 წლის მიშელ ნაიტი კი 2002 წელს.

მათი პოვნა ერთ-ერთი ადგილობრივის წყალობით მოხერხდა. სახლიდან, სადაც ქალები იმყოფებოდნენ, მამაკაცმა ყვირილის ხმა გაიგო და ქალი დაინახა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. სახლიდან გამოქცევისთანავე, ამანდა ბერიმ 911-ზე დარეკა. პოლიციამ ის ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც გათავისუფლებული მძევალი ოპერატორს ესაუბრება: "მე ამანდა ბერი ვარ. ბოლო ათი წელია, ყველა საინფორმაციო საშუალება ჩემზე საუბრობს. 10 წელი ტყვეობაში ვიყავი და ახლა თავისუფალი ვარ". ამ ზარის შემდეგ პოლიციამ სახლი გაჩხრიკა და დანარჩენი ორი მძევალიც გაათავისუფლა. მათთან ერთად იყო 6 წლის ბავშვიც, რომლის ვინაობასაც მძევლები არ ასახელებენ.

სამივე ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.