loader

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ატირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ატირდა

დიდი ხანია, მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი ჩვეულებრივი, უფერული პოლიტიკოსი კი არა, ქარიზმატული, ემოციური და ცოტა არ იყოს, დაბნეული ქალბატონია. მხოლოდ ის შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ უხერხულ სიტუაციაში, როგორიც ოფიციალური ვიზიტის დროს დაცემა ან კონკიასავით ფეხსაცმლის დაკარგვაა.

ამჯერად პოლიტიკოსი პარლამენტის წინაშე ახალი კანონპროექტით წარსდგა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადაზღვევო ფონდის ფინანსურ დახმარებას ეხებოდა. ტრიბუნასთან მდგარმა პრემიერ-მინისტრმა ემოციური სიტყვის წარმოთქმისას ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. გილარდი ავსტრალიელმა პარლამენტარებმა აპლოდისმენტებით გააცილეს ტრიბუნიდან.