loader

ვენესუელაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენესუელაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტია

ვენესუელაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტია. ქვეყნის მთავრობამ, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ხშირად გამხდარა ამ აუცილებელი პროდუქტის უკმარისობის გამო კრიტიკის ობიექტი, 50 მილიონი რულონი ტუალეტის ქაღალდი შეისყიდა.

ბოლო დღეებში ტუალეტის ქაღალდი ვენესუელაში პოლიტიკური საკითხი გახდა. ხელისუფლება ოპოზიციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში კამპანიის წამოწყებაში ადანაშაულებს, რომლის მიზანიც ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნის გაზრდა და მოსახლეობაში უკმაყოფილების გაღვივებაა.

საყოფაცხოვრებო, აუცილებელი ნივთების დეფიციტი ვენესუელაში უკვე დიდი ხანია, პრობლემაა. ამ სფეროში ქვეყნის იმპორტის წილი 70 პროცენტია.