loader

"განისვენე ჯოჯოხეთში" - Femen-ის აქტივისტი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაშიშვლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განისვენე ჯოჯოხეთში" - Femen-ის აქტივისტი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაშიშვლდა

ბოლო დროს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ბობოქარი ვნებების სცენად იქცა. რამდენიმე დღის წინ იქ მემარჯვენე აქტივისტმა, გეი-ქორწინების მოწინააღმდეგემ, ცნობილმა ისტორიკოსმა დომინიკ ვენერმა მოიკლა თავი. მისი თვითმკვლელობიდან მეორე დღეს კი ნახევრად შიშველი ფემინისტი შეიჭრა ლეგენდარულ კათედრალში და თეატრალიზებული წარმოდგენა მოაწყო, რითაც ვენერის თვითმკვლელობა გააპროტესტა.

Femen-ის წელზემოთ შიშველ აქტივისტს სხეული წარწერებით ჰქონდა დაფარული - "ფაშისტო, განისვენე ჯოჯოხეთში" და "ჩვენ გვწამს გეების". ქალს ხელში პისტოლეტი ეჭირა და ფოტოგრაფების წინ პოზირებდა, რითაც სუიციდის სცენა გაითამაშა. კათედრალიდან გამოსული ფემინისტი პოლიციამ დააკავა.

იხილეთ: გეი-ქორწინების მოწინააღმდეგემ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში თავი მოიკლა