loader

შეტაკება პარიზში, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეტაკება პარიზში, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ პარიზის ქუჩებში გამართული აქცია შეტაკებით დასრულდა. ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებმა მათ ლითონის ტყვიები, მოლოტოვის კოქტეილები და ლუდის ბოთლები დაუშინეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების მოსაგერიებლად ცრემლსადენი გაზი გაუშვა, 96 დემონსტრანტი კი დააკავა.

აქციის ორგანიზატორთა ცნობით, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების გასაპროტესტებლად ქუჩაში მილიონი ადამიანი გამოვიდა, თუმცა, პოლიციის განცხადებით, მათი რიცხვი 150 ათასს არ აჭარბებდა.

საფრანგეთი მსოფლიოში მე-14 ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს.