loader

აშშ-ში რუსი მგზავრები მშობლიურ ენაზე საუბრის გამო თვითმფრინავიდან ჩამოსვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში რუსი მგზავრები მშობლიურ ენაზე საუბრის გამო თვითმფრინავიდან ჩამოსვეს

რუსეთის მკვიდრი დიმიტრი ბიტმანი, მისი მეუღლე და მათი ოთხი მეგობარი ლას-ვეგასში წვეულებაზე ავიაკომპანია Spirit Airlines-ის თვითმფრინავით მიფრინავდნენ. სან-დიეგოში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ მგზავრებთან ბორტგამცილებელი მივიდა და განუცხადა, რომ მათ თვითმფრინავის ბორტი უნდა დაეტოვებინათ.

ავიაკომპანიაში ეკიპაჟის გადაწყვეტილებას რუსი მგზავრების აგრესიული ქცევით ხსნიან. მათი განცხადებით, რუსები ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ, აგრესიულად იქცეოდნენ და ბორტგამცილებლების თხოვნას, უფრო ხმადაბლა ესაუბრათ, ყურადღებას არ აქცევდნენ.

რუსები ამბობენ, რომ არც აგრესიულად იქცეოდნენ და არც ხმამაღლა უსაუბრიათ, არც გაფრთხილება მიუღიათ ბორტგამცილებლისგან. მგზავრები ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავიდან რუსული საუბრის გამო ჩამოსვეს. რუსეთის მოქალაქეებს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნეს, თუმცა ისინი ავიაკომპანია Spirit Airlines-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე