loader

მარსმავალმა წითელ პლანეტაზე სიცოცხლის კვალი იპოვა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარსმავალმა წითელ პლანეტაზე სიცოცხლის კვალი იპოვა?

მარსმავალმა "ქიურიოსითიმ" წითელ პლანეტაზე სიცოცხლის კვალი აღმოაჩინა. ყოელ შემთხვევაში ასე ფიქრობს იაპონელი ენთუზიასტების ჯგუფი, რომელმაც გულდასმით შეისწავლეს აპარატის მიერ გადაღებული ფოტოები. ერთ-ერთ კადრზე მათ უცნაური ხვლიკი აღმოაჩინეს. "აღმოჩენა" ინტერნეტ-სივრცეში უმალვე განხილვის საგანი გახდა. ზოგის აზრით, ბუნდოვანი გამოსახულება ხვლიკს კი არა, ქრცვინს უფრო ჰგავს.

ზოგიერთი ადამიანი კი ეჭვობს, რომ ამერიკული კოსმოსური სააგენტოს "ნასას" ასტრონავტებს თავად გადაჰყავთ მარსზე ცხოველები ექსპერიმენტებისთვის, თუ როგორ შეეგუებიან ისინი იქაურ გარემოს. თუმცა, დისკუსიის მონაწილეობის უმრავლესობა მაინც იმ ვერსიას ემხრობა, რომ ფოტოზე სხვა არაფერია, თუ არა ერთი არაჩვეულებრივი ფორმის ქვა.