loader

იაპონელები ატომური სადგურების წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონელები ატომური სადგურების წინააღმდეგ

დაახლოებით 60 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა იაპონიაში ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ გამართულ აქციაში. მიტინგი ქვეყნის დედაქალაქში ჩატარდა. იაპონიის მთავრობა ატომური ელექტროსადგურის ხელახლა გაშვებას აპირებს მას შემდეგ, რაც 2011 წელს მომხდარმა ცუნამმა სადგური დატბორა. სავარაუდოდ, ხელისუფლება ივლისში მიიღებს უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს, რის შემდეგაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სადგურების შემოწმება სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით მოხდება. ის სადგურები, რომლებიც ზემოთ მოყვანილ სტანდარტებს შეესაბამება, განაგრძობს ფუნქციონირებას.

სწორედ ამ მზადებამ გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება. მიტინგის მონაწილეებს შორის "ნობელის პრემიის" ლაურეატი ქენძაბურო ოეც იმყოფებოდა. მან იაპონელებს მოუწოდა, ერთიანი ძალებით ებრძოლათ ატომური სადგურების გაშვების წინააღმდეგ. მანიფესტაციის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს, სადაც შავ-ყვითელი დროშებით ხელში სხვადასხვა ლოზუნგს სკანდირებდნენ.

იაპონიაში ატომური ელექტროსადგურის ხელახალი გაშვების წინააღმდეგ უკვე 8 მილიონი ხელმოწერა შეგროვდა. აქციის მონაწილეები სულ 10 მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.