loader

პროტესტის მე-5 დღე სტამბულში - დემონსტრაცია ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროტესტის მე-5 დღე სტამბულში - დემონსტრაცია ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბიეს

სტამბულში, ანტისამთავრობო დემონსტრაციის მეხუთე ღამეს, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. სამართალდამცავებთან შეტაკებამდე ტაქსიმის მოედანზე სიტუაცია შედარებით მშვიდი იყო, საზეიმოც კი.

შეკრებილები ქვეყნის ვიცე-პრემიერის, ბიულენთ არინჩის საჯარო ბოდიშს ზეიმობდნენ. ამ უკანასკნელმა მოუბოდიშა იმ პროტესტანტებს, რომლებიც "გეზი პარკის" რეკონსტრუქციის შეჩერებას მოითხოვდნენ და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა სამართლიანი და კანონიერი იყო, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია დაიძაბა, რადგან აქციის მონაწილეებმა საკმარისად არ ჩათვალეს არინჩის ბოდიში და მომხდარზე ბოდიშის მოხდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანისგანაც მოითხოვეს. 

თურქეთის ადამიანის უფლებადამცველი ასოციაციის განცხადებით, 28 მაისს დაწყებული მასობრივი არეულობებიდან დღემდე 2 800 დემონსტრანტია დაშავებული. პოლიციამ 791 ადამიანი დააპატიმრა, თუმცა ამ დროისთვის დაახლოებით 500 გათავისუფლებულია.

მიღებული მატერიალური ზარალი ამ დროისთვის 70 მილიონ თურქულ ლირას (37 მილიონი დოლარი) შეადგენს.