loader

მიშელ ობამა ლესბოსელს ეჩხუბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიშელ ობამა ლესბოსელს ეჩხუბა

აშშ-ის პირველ ლედის, მიშელ ობამას აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საქველმოქმედო ფესტივალზე გამოსვლა შეაწყვეტინეს - ლგბტ აქტივისტმა მისი მისამართით აგრესიული რეპლიკები ისროლა.

56 წლის აქტივისტმა ელენ შტურცმა ობამას სიტყვა გააწყვეტინა და ჰომოსექსუალებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭების შესახებ საპრეზიდენტო ბრძანების გამოცემა მოითხოვა. პირველი ლედი დარბაზში აქტივისტთან ჩავიდა და მას ულტიმატუმი წაუყენა: "ან სიტყვას დამასრულებინებთ, ან აიღებთ მიკროფონს და თავად ისაუბრებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე დავტოვებ დარბაზს. ეს თქვენი არჩევანია". შტურცმა ყვირილი გააგრძელა, რის შემდეგაც დაცვამ ის დარბაზიდან გაიყვანა.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე