loader

ინდოელი პატარძლები ქორწილის წინ იძულებულნი არიან, ქალწულობაზე ტესტირება ჩაიტარონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელი პატარძლები ქორწილის წინ იძულებულნი არიან, ქალწულობაზე ტესტირება ჩაიტარონ

ინდოეთში ათასობით ქალი იძულებულია, საქალწულე აპკისა და ფეხმძიმობის ტესტირება ქორწილამდე ჩაიტაროს - წინააღმდეგ შემთხვევაში მასიურ საქორწინო ცერემონიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშის ოლქ ბეთულში 450 ქალი უკვე დათანხმდა მსგავს ტესტირებას, რომელიც მთავრობის დაკვეთით ჩატარდა. ცერემონიას, სახელწოდებით The Mukhyamantri Kanyadan Yojna, მთავრობა აფინანსებს. ამ ხერხით მთავრობის წევრები ღარიბ ქალებს ქორწილის გადახდაში ეხმარებიან და ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიან.

ინდური გამოცემის, Times of India-ს ინფორმაციით, ქორწილის ცერემონიის დაწყებამდე ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ 9 ქალი ფეხმძიმედ იყო. მათ ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. როგორც მასიური საქორწინო ცერემონიის ორგანიზატორები ამბობენ, ტესტირებას იმიტომ ატარებენ, რომ საჩუქრის მიღების მსურველი ბევრია და ხშირად დაუქორწინებელ წყვილებში დაქორწინებულებიც "იპარებიან".

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე