loader

რუსეთის დუმამ "გეი პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის დუმამ "გეი პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ბავშვებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა. კანონდამრღვევს 4 ათასიდან ერთ მილიონ რუბლამდე ჯარიმა დაეკისრება. უცხოელებს კი ჯარიმის გარდა 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება დაემუქრებათ.

სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელი ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხებში, ელენა მიზულინა ასე განმარტავს ტერმინ "პროპაგანდის" მნიშვნელობას: "ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არასრულწლოვნებში არატრადიციული სექსუალური მიდრეკილებების, ამ ორიენტაციაზე კარგი წარმოდგენის, ტრადიციული და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების თანაბარი სოციალური ღირებულებების ფორმირებისკენ არის მიმართული".

კანონის მომხრეები ამბობენ, რომ ის ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დასაცავად შეიქმნა, მოწინააღმდეგეებს კი სხვა მოსაზრება აქვთ: "მე არასოდეს დავუჭერ მხარს ამ კანონს, რადგან ის ადამიანებს სრულფასოვნებად და არასრულფასოვნებად ყოფს. გეი წყვილები და ოჯახები ავტომატურად ხვდებიან არასრულფასოვნების კატეგორიაში", - ამბობს კანონის ერთ-ერთი ოპონენტი.

ინიციატივის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ დაისჯება არა თავად არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი, არამედ ის, ვინც არასრულწლოვნებს შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთს, ლგბტ ორგანზიაციების გარდა, ევროკავშირმაც მისცა რეკომენდაცია და კანონის მიღებისგან თავის შეკავება ურჩია.