loader

ორი თვე ერთი ძუძუს გამოჩენისთვის - Femen-ის აქტივისტები დააპატიმრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი თვე ერთი ძუძუს გამოჩენისთვის - Femen-ის აქტივისტები დააპატიმრეს

Femen-ის სამ აქტივისტს - საფრანგეთის ორ და გერმანიის ერთ მოქალაქეს - ტუნისის სასამართლოსთან გამართული საპროტესტო აქციისთვის ოთხ-ოთხი თვე მიუსაჯეს. "გარყვნილებისა და საჯარო მორალის უგულებელყოფისთვის" - ასე დაასაბუთა მოსამართლემ განაჩენი.

ფემინისტებმა აქცია წელზემოთ შიშვლებმა მოაწყვეს. ამიტომ მათი პატიმრობის ვადა ასე განაწილდა - ორი თვე თითო ძუძუს გამოჩენისთვის.

აქტივისტები თავიანთი თანამებრძოლის, ამინა ტაილერის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომელიც სოციალურ ქსელში საკუთარი შიშველი ფოტოს გამოქვეყნებისთვის დააპატიმრეს. თუმცა მისთვის წაყენებული ოფიციალური ბრალდება სხვაა - ტაილერს ქალაქ კაირუანში წელზემოთ შიშველი აქციის მოწყობის მცდელობა და ადგილობრივი სასაფლაოს წაბილწვა ედება ბრალად.