loader

რომის პაპმა ბაიკერები დალოცა და საჩუქრად ტყავის ქურთუკი მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპმა ბაიკერები დალოცა და საჩუქრად ტყავის ქურთუკი მიიღო

რომის პაპმა ფრანცისკმა დალოცა რამდენიმე ათასი ბაიკერი, რომელებიც საგანგებოდ ამისთვის რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეიკრიბნენ. პაპმა ბაიკერები მანქანით მგზავრობის დროს დალოცა, ხოლო ლოცვის დაწყებამდე ისინი განსაკუთრებულად მოიკითხა.

ბაიკერები რომში, მოტოციკლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებლის, ჰარლი დევიდსონის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. კომპანიამ რომის პაპს ორი მოტოციკლი და საფირმო ტყავის ქურთუკი აჩუქა.

ამერიკული კომპანია "ჰარლი დევიდსონი" 1903 წელს დაარსდა, ბავშვობის მეგობრების: უილიამ ჰარლის და არტურ დევიდსონის მიერ. ამავე წელს მეგობრებმა მოტოციკლის პირველი მოდელი შექმნეს.