loader

200 000-ზე მეტი დემონსტრანტი ბრაზილიის ქუჩებში გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

200 000-ზე მეტი დემონსტრანტი ბრაზილიის ქუჩებში გამოვიდა

200 000-ზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში სოციალური სფეროს არასაკმარისი დაფინანსების, პოლიციის მხრიდან ძალადობის და მთავრობის კორუფციაში დადანაშაულების გამო. საპროტესტო მარშმა ქალაქებში მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. ქალაქ ბრაზილიაში დემონსტრანტები ნაციონალური კონგრესის შენობის სახურავზე ავიდნენ და მასში შესვლა სცადეს, თუმცა, პოლიციის დროული ჩარევის გამო ვერ მოახერხეს.

რამდენიმე დღის წინ ათასობით ბრაზილიელმა რიო-დეჟანეიროში, სტადიონის მახლობლად გამართა აქცია, სადაც 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს. დემონსტრანტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ხელისუფლების მიერ ამ ღონისძიებისთვის დახარჯული თანხის გამო, მათი აზრით, უკეთესი იქნებოდა, მთავრობა თანხებს განათლებასა და ჯანდაცვაში ხარჯავდეს.