loader

იაპონურმა მატარებელმა 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონურმა მატარებელმა 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარა

ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლების შექმნაში იაპონელები დიდ გამოცდილებას ფლობენ. 2027 წლისთვის, ამომავალი მზის ქვეყანაში მაგნიტურ ბალიშზე მოძრავი მატარებელი Maglev L0 შევა ექსპლუატაციაში. 500 კმ/სთ სიჩქარის წყალობით, ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი იქნება.

Maglev L0 ტოკიოსა და ნაგოიას შორის იმოძრავებს და ერთ ჯერზე ათას მგზავრს გადაიყვანს. დიდი სიჩქარის წყალობით, გზაში ყოფნის ხანგრძლივობა 4,5 სთ-დან სულ რაღაც 40 წთ-მდე შემცირდება. ახლახან Maglev L0-მ წარმატებით გაიარა პირველი სატესტო მონაკვეთი და 501 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

მძლავრი ელექტრული მაგნიტებით წარმოქმნილი მაგნიტური ველის წყალობით, მატარებლები ჰაერში მცირე სიმაღლეზე, ადამიანის თვალისთვის უხილავ მაგნიტურ ბალიშზე გადაადგილდებიან. მოძრაობისთვის ისინი თვლებს და ტრადიციულ მეტალის ლიანდაგებს არ საჭიროებენ. შესაბამისად, მატარებლის მოძრაობა, აჩქარება და დამუხრუჭება, პრაქტიკულად, უხმაუროდ ხდება.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე