loader

457 მეტრზე დაზღვევის გარეშე - აკრობატმა "ბეწვის ხიდზე" გაიარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

457 მეტრზე დაზღვევის გარეშე - აკრობატმა "ბეწვის ხიდზე" გაიარა

23 ივნისს ცნობილმა აკრობატმა და კასკადიორმა, 34 წლის ნიკ ვალენდამ, არიზონაში მდებარე დიდ კანიონზე გაჭიმულ ბაგირზე დაზღვევის გარეშე გაიარა. ვალენდა პირველი ადამიანია, რომელმაც ეს შეძლო.

400 მეტრის სიგრძის ბაგირი მიწიდან 457 მეტრ სიმაღლეზე იყო გადებული, მისი დიამეტრი კი სულ რაღაც 5 სანტიმეტრი იყო. ექსტრემალმა "ბეწვის ხიდის" გავლას 22 წუთი და 54 წამი მოანდომა და "გზად" მხოლოდ ორჯერ შეჩერდა.

ნიკ ვალენდამ, რომელიც აკრობატების ცნობილი საგვარეულოს, "მფრინავი ვალენდების" ოჯახის მეშვიდე თაობის წარმომადგენელია, შარშანაც გააკვირვა მსოფლიო, როცა ნიაგარას ჩანჩქერზე გაჭიმულ ბაგირზე გაიარა.

ასევე იხილეთ:

ექსტრემალი რეკორდის დამყარების პროცესში გარდაიცვალა

სუნთქვისშემკვრელი ვიდეო ბიჭზე, რომელიც ცათამბჯენებს იპყრობს

დამლაგებელი ხუთსართულიანი შენობის ფანჯრებს დაზღვევის გარეშე წმენდს

იხილეთ ვიდეო
georgianews.ge -ზე