loader

"მამხილებელი", რომელიც საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის იძებნება, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამხილებელი", რომელიც საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის იძებნება, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

"მამხილებელი" ჰონგ-კონგიდან გაიქცა. შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი, რომელსაც ამერიკის ხელისუფლება საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ეძებს, ეკვადორს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ამის შესახებ ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

კვირას ჰონგ-კონგიდან მომავალი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სნოუდენი და ვებ-გვერდ "ვიკილიქსის" ადვოკატები იმყოფებოდნენ, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დაეშვა. იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები შემდგომში, რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, სნოუდენს აეროპორტის ტერიტორია არ დაუტოვებია, რადგან რუსეთის სატრანზიტო ვიზა არ აქვს და იქვე, აეროპორტის სასტუმროში დაბინავდა. მეორე ვერსიით, ის თვითმფრინავის ბორტიდან ჩამოსვლისთანავე მანქანით წაიყვანეს.

ამავე დროს, აეროპორტის ტერმინალთან ეკვადორის საელჩოს ნომრიანი მანქანები იდგა. შერემეტიევოში ეკვადორის ელჩი მივიდა. მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ სნოუდენთან შეხვედრას აპირებდა.


მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით