loader

ტუნისის მთავრობამ "ფემენის" დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტუნისის მთავრობამ "ფემენის" დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლა

ტუნისის მთავრობამ ფემინისტური მოძრაობა "ფემენის" სამი დაკავებული აქტივისტი გაათავისუფლა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მათ მიმართ წაყენებული ბრალდება პირობითი მსჯავრით შეიცვალა.

ორი ფრანგი და ერთი გერმანელი აქტივისტი ტუნისის დედაქალაქში მაისის ბოლოს დააკავეს. მოსამართლემ ისინი საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფასა და უხამს ქცევაში დაადანაშაულა, რის გამოც ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ევროკავშირმა, კონკრეტულად კი, გერმანიამ და საფრანგეთმა, უკმაყოფილება გამოთქვეს ტუნისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და ტუნისს საზოგადოებრივი თავისუფლების შესახებ საკუთარი შეხედულებების გადახედვისკენ მოუწოდა.

euronews.net-ის მიხედვით