loader

იტალიელი ეპისკოპოსი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიელი ეპისკოპოსი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ხუთშაბათს, ვატიკანის ბანკის საგამოძიებო საქმესთან დაკავშირებით, იტალიელი ეპისკოპოსი ნუნციო სკარანო დააკავეს. სკარანო ბანკში ბუღალტრად მუშაობდა, თუმცა, თაღლითობასა და კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი და ამის გამო თანამდებობიდან მისი ჩამოცილება მოხდა. გამოძიება სკარანოს 600 000 ევროს გათეთრებაში ადანაშაულებს.

ეპისკოპოსთან ერთად სამართალდამცავებმა იტალიური სპეცსამსახურების თანამშრომელი და ბროკერიც დააპატიმრეს.
დაკავებები სპეციალური კომისიის შექმნას დაემთხვა, რომელიც რომის პაპმა ფრანცისკმა შექმნა, რათა ბანკის მუშაობა შეემოწმებინა.