loader

ეგვიპტის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტს კომპრომისის მისაღწევად 48 საათი მისცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტს კომპრომისის მისაღწევად 48 საათი მისცა

ეგვიპტის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტს ოპოზიციასთან კომპრომისის მისაღწევად 48 საათი მისცა. ამ ულტიმატუმმა ისლამისტების რიგებში განხეთქილება შეიტანა. მმართველი "ძმები მუსლიმების" შემდეგ ქვეყნის სიდიდით მეორე პოლიტიკურმა ძალამ, სალაფიტების პარტია "ნურმა" მურსის ოპოზიციასთან დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ურჩია. მინისტრთა კაბინეტს კი ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ მინისტრები - თანამდებობა უკვე 11 მინისტრმა დატოვა.

სამაგიეროდ, მურსის დასაცავად ქაიროს ქუჩებში "ძმები მუსლიმების" გულშემატკივრები გამოვიდნენ. არმიის მოთხოვნას "არეულობა შეაქვს ისედაც დაძაბულ სიტუაციაში და ეგვიპტის საზოგადოების სტაბილურობას ემუქრება", - ეს განცხადება მურსის კანცელარიის უფროსმა გააკეთა და ამით უარყო კიდეც ულტიმატუმი.

არმიის ჩარევა რაბია-ალ-ადვიას მეჩეთში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ისლამისტური პარტიის ლიდერებმაც გააკრიტიკეს და "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა" უწოდეს. ორშაბათს ქაიროში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის სერიოზული შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ქალაქ სუენცში, ადგილობრივების ცნობით, პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სროლა ატყდა.

ევიპტეში არეულობის დაწყების დღიდან შეტაკებებში, სულ მცირე, თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა.