loader

ეგვიპტეში დაპირისპირებას 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტეში დაპირისპირებას 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში შეიარაღებულ შეტაკებაში სამოცდაათამდე ადამიანი დაიღუპა, ათასზე მეტი კი დაშავდა. ქაიროში, რესპუბლიკური გვარდიის შტაბ-ბინასთან, ერთმანეთს შეიარაღებული ჯგუფები და სამხედროები დაუპირისპირდნენ. შეიარაღებული პირები დილით თავს დაესხნენ რესპუბლიკური გვარდიის შტაბ-ბინას. პასუხად სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. ამჟამად არეულობის 200 მონაწილე დაკავებულია. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელები ახლაც აფარებენ თავს ახლომახლო სახლებს და მეჩეთებს. მოძრაობა "მუსლიმთა საძმომ", რომლის აქტივისტებიც, სავარაუდოდ, თავდასხმაში მონაწილეობდნენ, თავის მომხრეებს "რევოლუციის ქურდების" წინააღმდეგ ამბოხებისკენ მოუწოდა.