loader

ბრიტანელი ბიჭები სკოლაში ქვედაბოლოებით დადიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანელი ბიჭები სკოლაში ქვედაბოლოებით დადიან

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სვონსიში მოსწავლე ბიჭები სკოლაში ქვედაბოლოებით დადიან. საქმე იმაშია, რომ ზაფხულის აუტანელ სიცხეში გოვერტონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დირექციამ შორტების ჩაცმა აუკრძალა. მათ არც შარვლის აკეცვა აქვთ ნებადართული. ამიტომაც მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა გამოსავალი ქვედაკაბებში იპოვეს.

"კლასში შარვალი რომ გვაცვია, ვოფლიანდებით და სიცხის გამო კონცენტრაციას ვერ ვახერხებთ. ასე კი თავს კარგად ვგრძნობთ" - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა ბრიტანეთში ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება. ასე რომ, გოვერტონის სკოლის დირექციას ან კომპრომისზე წასვლა და შორტების აკრძალვის გაუქმება მოუწევს, ან ქვედაკაბიანი ბიჭების კლასში დაშვება.