loader

შავი ჰოთ-დოგი - იაპონური დელიკატესი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შავი ჰოთ-დოგი - იაპონური დელიკატესი

იაპონია ჰოთ-დოგის პოპულარობის ყველა რეკორდს ხსნის. სწორედ აქ გამოიგონეს შავი ჰოთ-დოგი, რომელიც სწრაფი კვების ობიექტების ჰიტად იქცა. 30 სმ-იანი ორიგინალური კერძის დაგემოვნება ტოკიოშია შესაძლებელი.

სწრაფი კვების ობიექტ Vegas Premium Hot-Dogs-ში შექმნილი ჰოთ-დოგის ყველა ინგრედიენტი აბსოლუტურად შავია. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაც გაყიდვაში ეს ეგზოტიკური კერძი გამოვიდა, ხსენებულ დაწესებულებასთან რიგები არ წყდება.

სწრაფი კვების ქსელი ინგრედიენტების შესაღებად ბამბუკის ნახშირს იყენებს, რომელიც იჭმევა და ჯანმრთელობისთვის მავნებელი არაა. აზიაში ბამბუკის ნახშირს უკვე დიდი ხანია იყენებენ საკვებისთვის ფერის შესაცვლელად. მას გემო არ აქვს და არც კერძს აფუჭებს. შავი დელიკატესის ფასი 6 აშშ დოლარია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე