loader

ყველაზე მეტი მილიონერი ტოკიოში ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე მეტი მილიონერი ტოკიოში ცხოვრობს

ლონდონის კვლევითმა კომპანია Wealth Insight-მა იმ ქალაქთა რეიტინგი შეადგინა, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. მილიონერთა სიაში შევიდა ყველა ის ადამიანი, რომელსაც პირად ანგარიშზე 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხა აქვს. ამ თანხაში არ იგულისხმება უძრავი ქონების ღირებულება.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი მილიონერი ტოკიოში ცხოვრობს. ამ ქალაქში დარეგისტრირებულია 461 ათასი ადამიანი, ვისი საბანკო ანგარიშიც 6 ნულით ბოლოვდება. მეორე ადგილი, 389 ათასი მილიონერით ნიუ-იორკმა დაიკავა. საპატიო მესამე ადგილზე ლონდონი გავიდა, 281 ათასი მილიონერით. პარიზში 219 ათასი მილიონერია, ფრანკფურტში კი - 217 ათასი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე