loader

euronews ქართველ ფემინისტებზე და ქალწულობის ექსპერტიზაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

euronews ქართველ ფემინისტებზე და ქალწულობის ექსპერტიზაზე

ინტერნეტგამოცემა euronews 30 ივლისს თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება, რომელიც ექსპერტიზის ბიუროსთან გაიმართა. "დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე 50-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომელიც ქალწულობის ექსპერტიზას "დამამცირებელ პრაქტიკად" მიიჩნევენ" - იუწყება "ევრონიუსი".

"შესაძლოა საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა, სადაც არსებობს ე.წ ქალიშვილობის ინსტიტუტი, მაგრამ როდესაც სახელმწიფო მხარს უჭერს და ახალისებს ქალის დისკრიმინაციას - ეს დაუშვებელია. ქალიშვილობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ნიშნავს, რომ ქალს არ ენდობიან, ის გახდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ობიექტი, მსხვერპლი" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თათა ცოფურაშვილი "ევრონიუსთან" საუბრისას.

ბიუროში კი ირწმუნებიან, რომ ქალწულობის დამადასტურებელ ცნობებს არ გასცემენ, თუმცა მსგავსი ტიპის შემოწმებას აწარმოებენ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ დამტკიცდეს გაუპატიურების ან სხვა შემთხვევები.

თუმცა როგორც ქართული მედიასაშუალებები იუწყებიან, ყოველწლიურად ბიუროს მსგავსი ექსპერტიზის ჩასატარებლად, 35 წლამდე ასაკის 200 ქალი მიმართავს, პროცედურის ჩატარება კი 175 ლარი ღირს" - ნათქვამია სიუჟეტში.

იხილეთ: "ჩემი ქალიშვილობა შენი საქმე არ არის" - პროტესტი "ქალწულობის ექსპერტიზას"

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე