loader

რუსეთში 75 წლის მღვდელი პაველ ადელგეიმი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში 75 წლის მღვდელი პაველ ადელგეიმი მოკლეს

რუსეთში, ქალაქ ფსკოვში 75 წლის მღვდელი პაველ ადელგეიმი მოკლეს. მკვლელს, 1986 წელს დაბადებულ მამაკაცს, სასულიერო პირი იცნობდა. მეტიც, ბრალდებული მასთან სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა. 5 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე ადელგეიმის ცხედარი იპოვეს. მას დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ცხედრის აღმოჩენიდან მალევე სამართალდამცველებმა მკვლელი დააკავეს. თვითმხილველების თქმით, დაკავებისას ახალგაზრდა მამაკაცი ყვიროდა, რომ მკვლელობის ჩადენა მას სატანამ დაავალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო lifenews.ru იუწყება, 27 წლის სერგეი პჩელინცევი დოკუმენტურ ფილმს იღებდა მანიაკ-მკვლელებზე. მისი დედა სწორედ ამ ფილმზე მუშაობას უკავშირებს შვილის სასტიკ საქციელს. სვეტლანა კოვალევას ინფორმაციით, სერგეი მღვდელთან საცხოვრებლად დროებით გადავიდა, რადგან დაქორწინებას გეგმავდა და სურდა ქორწილისთვის სულიერად მომზადებულიყო.

პაველ ადელგეიმის გარდაცვალების ფაქტზე მწუხარება გამოთქვა რუსეთის პატრიარქმა კირილ მეორემ. ცნობილია, რომ ადელგეიმს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა რუსეთის პატრიარქთან და ქადაგებების დროს, ასევე თავის ბლოგზე ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებს. ამასთან, ის იყო პირველი და ერთადერთი სასულიერო პირი რუსეთში, რომელიც პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრებისთვის სასჯელის მოხსნას და მათ მიტევებას ითხოვდა.