loader

10 წლის ბიჭმა ბებიის სახლში ეგვიპტური მუმია იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 წლის ბიჭმა ბებიის სახლში ეგვიპტური მუმია იპოვა

გერმანიის ჩრდილოეთით, 10 წლის ბიჭმა ალექსანდრ კეტლერმა ბებიის სახლში ძველეგვიპტური მუმია აღმოაჩინა. ბავშვი სხვენზე სათამაშოდ ავიდა და შემთხვევით აღმოაჩინა სარკოფაგი, რომელზეც ძველი ეგვიპტური იეროგლიფები იყო ამოკვეთილი. მასში მუმია იწვა.

როგორც ბიჭის მამა იტყობინება, მუმია მართლაც შეიძლება ძველ ეგვიპტური იყოს. როგორც ის ამბობს, მამამისმა 1950-იან წლებში ეგვიპტის ტერიტორიაზე მართლაც იყიდა სარკოფაგი და გერმანიაში ჩამოიტანა. მოგვიანებით შენაძენი ყველას გადაავიწყდა, ახლა კი ის ოჯახის "პატარა არქეოლოგმა" აღმოაჩინა.

როგორც TOPNews-ი იტყობინება, ახლა ძველ არტეფაქტს ბერლინელი მეცნიერები სწავლობენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე