loader

ვიეტნამის ჯუნგლებში 40 წლის წინ დაკარგული მამა-შვილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიეტნამის ჯუნგლებში 40 წლის წინ დაკარგული მამა-შვილი იპოვეს

ვიეტნამის ჯუნგლებში 40 წლის წინ დაკარგული მამა-შვილი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი გაგრძელდა. ძებნაში მონაწილეობას დაკარგულთა ნათესავებიც იღებდნენ. 82 წლის ჰო ვან ტჰანი იმდენად იყო დასუსტებული, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

გაირკვა, რომ ვიეტნამის ომის დროს, ტჰანი 2 წლის შვილთან ერთად დაბომბილი სოფლიდან გაიქცა და თავი ჯუნგლებს შეაფარა. ომის დროს მამაკაცს მეუღლე და ორი უფროსი შვილი დაეღუპა. გაქცევის შემდეგ, მამა-შვილმა 6 მეტრის სიმაღლეზე, ხეზე დაიდო ბინა. ტჰანმა ხისგან დანის და ნაჯახის გამოთლაც ისწავლა და ცხოველებზე ნადირობდა. მაშველებმა სამუშაო იარაღებს და საოჯახო ნივთებსაც მიაგნეს.

ჯუნგლებში ჰო ვან ტჰანს მშობლიური ენა დაავიწყდა და შესაბამისად, ლაპარაკი შვილსაც ვერ ასწავლა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე