loader

მამაკაცმა მაღალსართულიან კორპუსზე "გამოქვაბული" აიშენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა მაღალსართულიან კორპუსზე "გამოქვაბული" აიშენა

ჩინელმა პროფესორმა ჟანგ ლინმა 6 წელი მოანდომა ოცნების სახლის მშენებლობას პეკინის ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობის სახურავზე.

პროფესორმა ტონობით ქვა და ქვიშა შეაგროვა, რომ თავისი სახლი ქვაში ნაკვეთ "გამოქვაბულში" მოექცია. სახლის მეპატრონის მეზობლების მტკიცებით, უცნაური პროფესორის ახირებამ მათ სახლებს ბზარები გაუჩინა, წყალგაყვანილობის სისტემის დაზიანების გამო კი ყოველი წვიმის შემდეგ მათ ბინებში წყალი ჩადის. ამასთან, მეზობლების თქმით, მამაკაცს 30-სართულიან კორპუსზე "გამოქვაბულის" მშენებლობის ნებართვა არ აუღია.

ქალაქის მაღალჩინოსნების თქმით, თუ ბატონი ლინი დაამტკიცებს, რომ მისი 6-წლიანი ღვაწლის შედეგი მეზობლებისთვის უსაფრთხოა, მას არ დაანგრევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟანგ ლინს "ჩვეულებრივი მოკვდავივით" მოუწევს, იცხოვროს სახლში.

ასევე იხილეთ: ჩინეთში დაანგრიეს სახლი, რომელიც გზის ცენტრალურ ნაწილში იდგა