loader

მიშელ ობამა სიმსუქნეს სიმღერით ებრძვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიშელ ობამა სიმსუქნეს სიმღერით ებრძვის

ამერიკის პირველმა ლედიმ ჰიპ-ჰოპ სიმღერების ალბომი ჩაწერა. ალბომი, სახელწოდებით "სიმღერები ჯანსაღი ამერიკისთვის", მუსიკალური მაღაზიების დახლებზე სექტემბერში გამოჩნდება. მასზე სხვა შემსრულებლების სახელებს შორის მიშელ ობამას სახელიც იქნება.

19 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ამერიკის პირველი ლედის პროგრამის - "მოდით, ვიმოძრაოთ!" - მორიგი ეტაპია. ამ პროგრამის მიზანი ბავშვებში სიმსუქნესთან ბრძოლაა. ალბომში ბევრი ცნობილი შემსრულებლის სიმღერაა შესული. მათ შორის - ჯორდინ სპარკსის, აშანტის და სხვების. მიშელ ობამა თავად არ მღერის, თუმცა რამდენიმე სიმღერის ვიდეორგოლში მონაწილეობს.

იხილეთ georgianews.ge-ზე