loader

50 წლის ქალი საკუთარი დაკრძალვიდან 13 დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

50 წლის ქალი საკუთარი დაკრძალვიდან 13 დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა

აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მომხდარი ინციდენტით გავლენიანი დასავლური გამოცემები დაინტერესდნენ.

50 წლის შაროლინ ჯექსონი საკუთარი დაკრძალვიდან 13 დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა. საბედნიეროდ, დაკრძალული ქალის გამოჩენას ოჯახის წევრებისთვის სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი არ გამოუწვევია.

საქმე ისაა, რომ შაროლინი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ პოლიცია მის კვალს უშედეგოდ ეძებდა. 20 ივლისს ქუჩაში გარდაცვლილი ქალის გვამი იპოვეს, რომელიც შაროლინს გარეგნულად ძალიან ჰგავდა. სოციალურმა მუშაკმა, რომელიც შაროლინს იცნობდა და დაკარგული ქალის შვილმა, ტრევისმა გვამის ფოტოსურათების მიხედვით განაცხადეს, რომ ის სწორედ დაკარგული ჯექსონია.

მოგვიანებით შაროლინის კვალს ცენტრალურ ფილადელფიაში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიაგნეს. როგორც პოლიციაში ამბობენ, გვამი, რომელიც ოჯახის წევრებმა დაკრძალეს, 20 ივლისს ქუჩაში იპოვეს და ქალი ბუნებრივი სიკვდილითაა გარდაცვლილი. სპეციალური ორდერის შემდეგ, გვამის საფლავიდან ეგზჰუმაცია და მისი ვინაობის იდენტიფიცირება მოხდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე