loader

გერმანიის ქალაქში მარიხუანას ბუჩქები დარგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიის ქალაქში მარიხუანას ბუჩქები დარგეს

გერმანიის ქალაქ გოტინგენში მარიხუანას ლეგალიზაციისთვის მებრძოლებმა თავიანთი იდეების პროპაგანდისთვის უჩვეულო მეთოდს მიმართეს: ისინი ამტკიცებენ, რომ "მოსაწევი" ადამიანის ჯანმრთელობას გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე თამბაქო და ალკოჰოლი, ამიტომ ქალაქის გამწვანებას შეუდგნენ და გაზონებზე მარიხუანა დარგეს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერია გულმოდგინედ ცდილობს ნარკოტიკული მცენარის ამოძირკვას, გოტინგენში ყოველ ნაბიჯზე მარიხუანას ბუჩქებს მაინც შეხვდებით.