loader

პუტინი პენუარში და მედვედევი ლიფში - "მატრაბაზობა": აკრძალული ნახატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი პენუარში და მედვედევი ლიფში - "მატრაბაზობა": აკრძალული ნახატი

"მატრაბაზობა" - ასე ჰქვია ნიკოლაი ალტუნინის სატირულ ტილოს, რომელზეც რუსეთის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი - პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მარჯვენა ხელი - პრემიერი დიმიტრი მედვედევი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე რესპექტაბელურად არიან გამოსახულნი. ტანზე მოტმასნილ პენუარში გამოწყობილი პუტინი თმას ვარცხნის მედვედევს, რომელიც ქვიშის საათის ფორმის სხეულით, ლიფითა და საცვლით იწონებს თავს.

რუსეთში ნახატმა ნამდვილი სკანდალი გამოიწვია, კრემლში კი იგი ექსტრემიზმის პროპაგანდად და ხელისუფლების აბუჩად აგდების მცდელობად მიიჩნიეს. ხელისუფლების მუზეუმში გამართულ გამოფენაზე პოლიცია შეიჭრა და "მატრაბაზობა", სხვა რამდენიმე ტილოსთან ერთად, გამოფენიდან პირდაპირ საპოლიციო განყოფილებაში "მიაბრძანეს". თავად მხატვარს კი შეიძლება ციხე ემუქრებოდეს - რუსეთში არსებობს კანონი "ხელისუფლების შეურაცხყოფისა და უპატივცემულობის შესახებ", რომელიც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ სტატია kvirispalitra.ge-ზე