loader

მიეცით შანსი მშვიდობას - გაეროს გენერალური მდივანი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიეცით შანსი მშვიდობას - გაეროს გენერალური მდივანი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი სირიაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ითხოვს. პან გი მუნის განცხადებით, სირიაში მყოფ გაეროს ექსპერტებს დრო უნდა მიეცეთ იმის გამოსაძიებლად, მოხდა თუ არა გასულ კვირას დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება.

"აუცილებელია, მოხდეს ფაქტების დადგენა. გაეროს საგამოძიებო ჯგუფი ახლა სწორედ ამას აკეთებს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში მათ შეაგროვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დაკითხეს მოწმეები და თვითმხილველები. ექსპერტთა ჯგუფს დრო სჭირდება გამოძიების ჩასატარებლად. მიეცით შანსი მშვიდობას, მიეცით შანსი დიპლომატიას, შეწყვიტეთ ბრძოლა და დაიწყეთ მოლაპარაკებები", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა მშვიდობის სასახლის 100 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას.

21 აგვისტოს დამასკოში მომხდარი თავდასხმის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის შეიარაღებულმა არმიამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.