loader

ამერიკის მოქალაქეები მთავრობას სირიაში შეჭრისგან თავის შეკავებას სთხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკის მოქალაქეები მთავრობას სირიაში შეჭრისგან თავის შეკავებას სთხოვენ

ვაშინგტონის ათეულობით მოქალაქე გამოვიდა ანტისაომარი დემოსტრაციის მხარდასაჭერად, რომელიც თეთრ სახლთან გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ბარაკ ობამას სირიაში შეჭრისგან თავის შეკავებას სთხოვენ. სირიაში საომარი ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება, შესაძლოა, უახლოესი საათების განმავლობაში მიიღონ, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს უახლოესმა მოკავშირე ბრიტანელებმა უარი თქვეს ამ საკითხში ობამას მთავრობას მხარდაჭერაზე.

"სწორედ ამ საათებში სირიელები მასობრივად ტოვებენ საკუთარ ქვეყანას. რატომ გარბიან ისინი? - იმიტომ, რომ ეშინიათ, რომ ამერიკა დამასკოს დაბომბავს", - ამბობს ერთ-ერთი ოპერატორი.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით