loader

ბარაკ ობამამ სირიაზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამამ სირიაზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება მიიღო

ბარაკ ობამამ სირიაზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მე მივიღე გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ გამოვიყენო სამხედრო ძალა",- განაცხადა ობამამ.

მისივე თქმით, აპირებს ამ საკითხზე ნებართვისთვის კონგრესს მიმართოს. სირიის შესახებ საკითხი კონგრესის სესიაზე გავა, რომელიც 9 სექტემბერს უნდა დაიწყოს. ობამას განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს სირიასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იმოქმედოს. "ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ სვლა წინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშეც, რომელიც მთლიანად პარალიზებულია და არ სურს ბაშარ ასადის პასუხისგებაში მიცემა"-აღნიშნა ობამამ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge - ზე