loader

6 ათასი დოლარი ჯილდოდ - დუბაიში დიეტისთვის აჯილდოებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

6 ათასი დოლარი ჯილდოდ - დუბაიში დიეტისთვის აჯილდოებენ

ოქრო ქოლესტერინის ნაცვლად - დუბაიში ჭარბწონიან ადამიანებს დიეტისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის ჯილდოებით ახალისებენ. ეს ინიციატივა ჭარბწონიანობასთან ბრძოლის კამპანიის ნაწილია.

დაჯილდოების ცერემონია რამაზანის მარხვას დაემთხვა. სამ გამარჯვებულს, რომლებიც გათამაშების შედეგად გამოვლინდნენ, 20 ათას დირჰამად (დაახლოებით 6 ათას დოლარად) ღირებული ოქროს მონეტები გადაეცა. აღსანიშნავია, რომ დუბაის მუნიციპალიტეტის ეს ღონისძიება მართლაც ეფექტური აღმოჩნდა - მრავალმა ადამიანმა, ვინც მანამდე ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევდა, დიეტის დაცვა და ვარჯიში დაიწყო.