loader

ლონდონური ცათამბჯენი, რომელიც წვავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონური ცათამბჯენი, რომელიც წვავს

ლონდონში მდებარე ცათამბჯენი, სახელწოდებით Walkie-Talkie, გამვლელებს თვალს უბრმავებს. 37-სართულიანი შენობის მინები მზის სხივებს ირეკლავს და სარკიდან არეკლილი სინათლე მოპირდაპირე ქუჩებსაც კი ანათებს. თუმცა ეს ერთადერთი დისკომფორტი არაა, რასაც ცათამბჯენი ადგილობრივებს და ტურისტებს უქმნის - მინისა და მეტალის კონსტრუქცია მეზობელ შენობებს... წვავს.

არეკლილი სხივები მიმდებარე ქუჩებზე შენობებს იმდენად აცხელებს, რომ ერთ-ერთი ოფისის თანამშრომლებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და ტროტუარზე კვერცხი შეწვეს.