loader

კენიაში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კენიაში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

კენიაში სავაჭრო ცენტრზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დასავლური მედია გუშინ 20 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.

BBC-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სომალის ისლამისტურმა დაჯგუფება "ალ-შაბაბმა" აიღო. მათი განცხადებით, თავდასხმა იყო პასუხი სომალიში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში კენიელების მონაწილეობაზე.

კენიის პრეზიდენტ უჰურუ კენიატის განცხადებით, დაღუპულთა შორის მისი ნათესავებიც არიან. დაჭრილია 150-ზე მეტი ადამიანი. მომხდარს მკაცრად გმობს საერთაშორისო საზოგადოება. თეთრმა სახლმა თავდასხმას "საზიზღარი აქტი" უწოდა.

"მან, ვინც ეს საზიზღარი აქტი ჩაიდინა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს და ჩვენ ამაში კენიის ხელისუფლებას დახმარებას ვთავაზობთ", - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

სავაჭრო ცენტრ Westgate-ზე თავდასხმა კენიის ისტორიაში 1998 წლის შემდეგ ყველაზე სისხლიანი მოვლენაა. მაშინ ნაირობიში ამერიკის საელჩოს აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.