loader

"სექს-ტერაქტი" პარიზის მოდის კვირეულზე - FEMEN-ი პოდიუმზე შეიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სექს-ტერაქტი" პარიზის მოდის კვირეულზე - FEMEN-ი პოდიუმზე შეიჭრა

პარიზის მოდის კვირეული სკანდალური ფემინისტური მოძრაობის წევრებმა დაიპყრეს. დიზაინერ ნინა რიჩის ჩვენების მიმდინარეობისას პოდიუმზე მოულოდნელად გამოცვივდნენ FEMEN-ის წელზემოთ შიშველი აქტივისტები, რომლებსაც სხეულზე ეწერათ: "მოდელო, არ წახვიდე ბორდელში" და "მოდა - ფაშიზმია".

ამ აქციით FEMEN-მა მოდის ინდუსტრია "ქალების გენოციდში" და მათი, როგორც "ბაზარზე სექს-მომსახურებისთვის საჭირო ნივთად" წარმოჩენაში დაადანაშაულა.

შიშველი პერფორმანსი რამდენიმე წამს გაგრძელდა. დაცვა დროულად ჩაერია და ისე, რომ ჩვენება არც შეწყვეტილა, ფემინისტები პოდიუმიდან გაიყვანა.

როგორც FEMEN-ი თავის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება, "სექს-ტერაქტი" უკრაინელმა "ტერორისტებმა" ანა ჟდანოვამ და ალექსანდრა შევჩენკომ განახორციელეს.


ასევე იხილეთ:

"Иди на хуй, Путин!" - პუტინი და მერკელი შიშველმა Femen-მა პირღია დატოვა

"უკრაინა არ არის ბორდელი" - Femen-ის აქტივისტი ევროპარლამენტარს დაესხა თავს